ადამიანით ვაჭრობის ფაქტი ზესტაფონში

21 მაისი 2023, 18:04 801 ნახვა

ადამიანებით ვაჭრობა ზესტაფონში. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

30 წლის კაცმა 3 უცხოელი ბათუმში ერთ-ერთ სალონში დასაქმების მიზნით ჩამოიყვანა, შემდეგ კი მოტყუებით ზესტაფონში წაიყვანა დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

ბრალის დამტკიცების შემთვევაში 1992 წელს დაბადებულს 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში