17-ვე დაკავებული თავისუფალია

21 მაისი 2023, 20:01 630 ნახვა

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17 პირიდან, 17-ვე თავისუფალია. აქედან, გურჯაანის რაიონულმა სასამართლო აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა. ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა იზოლატორიდან ელენე ხოშტარიაც, რომელიც გუშინ, თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ პოლიციელს შეგნებულად დაუპირისპირდა და ამის დამალვას არც აპირებს.

გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა სახალხო დამცველმაც.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში