სუვენირებით მოვაჭრეების აქცია

18 მაისი 2016, 00:00 2713 ნახვა

სუვენირებით მოვაჭრეების მოთხოვნა ჯიხურების რაოდენობის გარდაზე არ დაკმაყოფილდა. მოვაჭრეებმა მერიასთან დღეს აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მათ ბათუმის მერი შეხვდა. საკრებულოს დადგენილებით, ქალაქში 27 ჯიხური განთავსდება ეს რაოდენობა კი მოვაჭრეებისთვის მისაღები არ არის. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სუვენირებით დაახლოებით 60 ადამინია ვაჭრობს. შეხვედრით და მერის პასუხით მოვაჭრეების ნაწილი კმაყოფილი დარჩა, რადგან მათი ინფორმაციით, უპირატესობა მათ მიენიჭებათ ვინც წლებია ვაჭრობს და ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულებაც. მოვაჭრეების ნაწილი კი შიშობს, რომ იმ 27 მოვაჭრეს შორის ვერ მოხვდება, ვისაც ჯიხური გადაეცემა. უკვე გამოცხადებულია ტენდერი ახალი ჯიხურების მიწოდებაზე. დაახლოებით ერთი თვის ვადაში მოხდება საჯარო აუქციონის წესით კომისიურ რეჟიმში ჯიხურების გადაცემა.

ამავე კატეგორიაში