ბრაზილიის პრეზიდენტი - „გაერო-ში უკრაინის ომის განხილვა აუცილებელია

22 მაისი 2023, 11:08 949 ნახვა

ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ გაერო-ს სამიტი ჩატარდეს. მისი თქმით, ასეთ ღონისძიებაზე სასაუბროდ უნდა მოიწვიონ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტი, რასაც შესაბამისი დისკუსია მოჰყვება.

ლუის ინასიო ლულა და სილვა მიიჩნევს, რომ უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა არც „დიდი შვიდეულის“ და არც „დიდი ოცეულის“ ფორმატში არაა მიზანშეწონილი და ამის ნაცვლად, ეს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოში უნდა განიხილებოდეს.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში