შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ მრჩეველთა კომიტეტის დელეგაციასთან

22 მაისი 2023, 11:01 503 ნახვა

თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო. მან დეტალურად მიმოიხილა ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ.

მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტიდისკრიმინაციის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოში ვიზიტისას დელეგაცია, ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში