კახეთში დაკავებულები გაათავისუფლეს - პოლიტიკური შეფასებები

22 მაისი 2023, 11:30 597 ნახვა

20 მაისს კახეთში დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენი 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმეზე მორიგი პროცესი 19 ივნისს გაიმართება.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია შაბათს მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მტერს ზარზეიმით არ უნდა ხვდებოდეს და სანქცირებულთა სიას მკაცრად უნდა აკონტროლებდეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში