ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს

22 მაისი 2023, 20:03 618 ნახვა

​აზერბაიჯანის ტერიტორია, 86 ათასს 600 კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. აღნიშნული კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება მალე მოხდება. შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა სამშვიდობო შეთანხმების მეოთხე რედაქცია და ახლა ბაქოს პასუხს ელოდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში