„ნაპოლის“ რევანში „ინტერთან“ და რეკორდი

22 მაისი 2023, 20:43 543 ნახვა

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის შეხვედრაში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე წუთებიდან ძირითად შემადგენლობაში იყო. 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა ანდრე ონანამ მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ზამბო ანგისამ ანგარიში გახსნა. შემდეგ ქართველის პასით ჯოვანი სიმეონემ გაიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო გოლი გაუქმდა. 82-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ წონასწორობა აღადგინა. სამი წუთის შემდეგ კი „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მასპინძლები ისევ დააწინაურა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯანლუკა გაეტანომ მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ რეკორდი დაამყარა. ის გახდა გუნდი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ყველა მეტოქის დამარცხება მოახერხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში