ქართველ ძიუდოისტთა წარმატება

22 მაისი 2023, 20:49 592 ნახვა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში გამართულ ევროპის თასზე შვიდი მედალი მოიპოვა.ქართული დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ზაალიშვილი გახდა. ვერცხლის მედლები მათე გველესიანმა და ცოტნე ბახტაძემ აიღეს. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი გივიშვილმა, თორნიკე ვახტანგაძემ, გიორგი ბენდელიანმა და რომან პაპიაშვილმა. აქვე გეტყვით, რომ ესპანურ მალაგაში ჩატარდა ახალგაზრდული ევროპის თასის გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი თენგიზ ზირაქაშვილი გახდა, გიორგი ტერაშვილი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.კაკო ჩეფურიშვილმა და ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში