ბელგოროდში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს შენობებზე დარტყმები განხორციელდა - რუსული მედია

23 მაისი 2023, 10:11 487 ნახვა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დარტყმები განხორციელდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.

რუსული გამოცემა SOTA „ტელეგრამზე“ ბელგოროდის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოებსა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

ბელგოროდის ოლქში, გუშინ, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე შევიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“.

უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისგან ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში