პრესკონფერენცია ადვოკატების უკანონო მოსმენის საქმეზე

23 მაისი 2023, 11:11 568 ნახვა

ადვოკატების პრესკონფერენცია უკანონო მოსმენის საქმეზე. მიხელ რამიშვილი, მია ზოიძე და გიორგი ფანცულაია ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით, დაზარალებულად არიან ცნობილი, მაგრამ მათი განცხადებით, საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეთა უკანონოდ, სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე  უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი მართლმსაჯულება. ამავე დროს, დაზარალებულებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს და  პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის დადგენა მოითხოვოს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში