ტაილანდში სკოლის სახურავის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

23 მაისი 2023, 14:01 640 ნახვა

7 ადამიანი დაიღუპა  და 18 დაშავდა ტაილანდის პიჩიტის პროვინციაში ძლიერი შტორმისას სკოლის სახურავის ჩანგრევის შედეგად. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები  რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებიდან გადარჩენილების გამოყვანას. დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები, სკოლის პერსონალი და მშობლები. 

დაღუპულთა რაოდენობა მოგვიანებით ერთით გაიზარდა, როცა ნანგრევებიდან ამოყვანილი 6 წლის  ბიჭი მიღებული დაზიანებებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენა ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ახსოვთ. ტაილანდის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი, რომელმაც ორშაბათს  მუსონური წვიმების სეზონის დაწყება დაანონსა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში  მთელი კვირის განმავლობაში ძლიერ წვიმას და შტორმს პროგნოზირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში