პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

23 მაისი 2023, 15:27 712 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში