საქართველოსა და ყატარის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

23 მაისი 2023, 18:03 800 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში