ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სიმბოლურში

23 მაისი 2023, 20:01 650 ნახვა

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბორდოს 22 წლის ქართველმა შემტევმა ლავალთან შეხვედრაში 86-ე წუთამდე, ჟირონდელებმა 3:0 მოიგეს, პირველი გოლი ზურიკოს მოპოვებულ საჯარიმოს მოჰყვა, შემდეგ თავად გაიტანა, ბოლოს კი ასისტიც მიითვალა. ქართველი შემტევის თამაში 8.1 ქულით შეფასდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე 30 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ბორდო ლიგა 2-ში მე-2 ადგილზეა, უახლოეს მდევარ მეცს კი 3 ქულით უსწრებს, ძალიან ახლოსაა აღზევებასთან და დავითაშვილიც, რომლის კონტრაქტის გამოსყიდვას ბორდო დინამო ბათუმისგან აპირებს, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში