ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმებულია

24 მაისი 2023, 10:01 613 ნახვა

რუსული მხარე აცხადებს, რომ  ლიკვიდირებული არიან  ბოევიკები, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის სასაზღვრო რაიონს ჯავშანტექნიკით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  განადგურებულია  70-ზე მეტი "უკრაინელი ნაციონალისტი" და დარჩენილი ნაწილი უკრაინაშია განდევნილი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მონაცემებით, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს  ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ოლქში  გაუქმებულია "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი, რომელიც ორშაბათიდან ხელისუფლებას უფლებას აძლევდა დაეწესებინა უამრავი შეზღუდვა გადაადგილებისა და კომუნიკაციის თავისუფლებაზე.

გუბერნატორი ამბობს, რომ რუსული არმია და უსაფრთხოების სხვა ძალები ჯერ კიდევ ასუფთავებენ ოლქის ტერიტორიას და ევაკუირებულ მოსახლეობას მოუწოდებს, ჯერ კიდევ თავი შეიკავონ სახლებში დაბრუნებისგან.

ოფიციალური მონაცემებით, ერთი პენსიონერი ქალი ევაკუაციის დროს დაიღუპა, სამი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში