რუსეთმა საზღვრის გასაძლიერებლად ძალები ფრონტის სხვა ნაწილიდან შეიძლება გადაისროლოს - ექსპერტები

24 მაისი 2023, 10:11 641 ნახვა

უკრაინიდან რუსეთის დასავლეთ საზღვრებში ორდღიანმა შეჭრამ შეიძლება აიძულოს კრემლი გადაისროლოს თავისი ჯარები ფრონტის ხაზიდან მაშინ, როცა კიევი მთავარ კონტრშეტევას და მოსკოვისთვის ფსიქოლოგიურ დარტყმას ამზადებს - აცხადებს ბელგოროდის მოვლენების უკან მდგომი რუსეთის თავისუფლების ლეგიონის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი ალექსეი ბარანოვსკი.     

იმის  მიუხედავად, რომ კიევი უარყოფს რაიმე როლს ბელგოროდში შეჭრის ინციდენტთან დაკავშირებით, ექსპერტები ვარაუდობენ, კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ქმედებები კოორდინირებული იყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, რადგან ის ემზადება ტერიტორიის დასაბრუნებლად.  ბელგოროდში   შეჭრა აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში ბრძოლის ეპიცენტრიდან მოშორებით მოხდა.

რუსეთის თავისუფლების ლეგიონი და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა ბელგოროდში შეჭრაზე, აცხადებენ, რომ  მათ რიგებში  ირიცხებიან შეიარაღებულ რუსი მებრძოლები, რომლებიც ცდილობენ პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობას.   

ბარანოვსკიმ უარყო დიდი დანაკარგები და დეზინფორმაცია უწოდა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  დიდი მსხვერპლის შესახებ.    

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ მიხაილო პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის პოზიცია და აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო ამ ოპერაციასთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში