პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

24 მაისი 2023, 17:21 680 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- განმარტავენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში