სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნა

16 თებერვალი 2017, 00:00 3191 ნახვა

სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვას ითვალისწინებს. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საკუთარი პაკეტების გადახედვა ყველა სადაზღვევო კომპანიას მოუწევს, შესაძლებელია აღარ გასცენ ინდივიდუალური პაკეტები, რადგან მათთვის რისკები გაცილებით გაზრდილი იქნება. არ გამორიცხავენ პაკეტების გაძვირებასაც.  როგორც მოგვიანებით დავით სერგეენკომ განმარტა, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს ”შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ”.

ამავე კატეგორიაში