რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული უპილოტო კატარღები თავს დაესხნენ რუსულ სადაზვერვო ხომალდს

24 მაისი 2023, 19:07 605 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული უპილოტო კატარღები თავს დაესხნენ რუსულ სადაზვერვო ხომალდს „ივან ხურსს“, ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 140 კილომეტრში.

უწყების მტკიცებით, თავდასხმაში სამი უკრაინული კატარღა მონაწილეობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ  „მოწინააღმდეგის ყველა კატარღა განადგურებულია რუსული ხომალდის საშტატო შეიარაღებიდან“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა კადრები, რომლებშიც, მისი თქმით, ჩანს ნავების განადგურება. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში