შერმადინის „ტენერიფე“ პლეი-ოფში „უნიკახას“ შეხვდება

24 მაისი 2023, 19:55 620 ნახვა

ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სარაგოსა იოლად, 92:69 დაამარცხა. კანარიელებმა პირველი პერიოდი 8 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და სოლიდური სხვაობითაც გაიმარჯვეს. გიორგი შერმადინმა 24 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, ასეთი მაჩვენებელი კი მის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჰქონდა. ლენოვო ტენერიფემ რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზე დაასრულა, შედეგად პლეი ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე მალაგას უნიკახას შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში