კულება აფრიკის ქვეყნებისგან მხარდაჭერის მიღებას ცდილობს

25 მაისი 2023, 11:10 749 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აფრიკული ტურქნეს ფარგლებში   ეთიოპიაში ჩავიდა. უკრაინის მთავარი დიპლომატი  აფრიკაში უკრაინული  მარცვლეულის ექსპორტის სრულად განახლებამდე კონტინენტის ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. უკრაინა ამ რეგიონში მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია.

რუსეთის ომმა უკრაინაში შეაფერხა მიწოდების გლობალური ჯაჭვი, რამაც  გამანადგურებლად იმოქმედა აფრიკაზე. სურსათზე  ფასები  გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბლოკა უკრაინის პორტები და მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი ვერ მოხერხდა. 

დმიტრო კულება აფრიკის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა  ურთიერთობების განმტკიცების მიზნით. ეს ვიზიტი განიხილება, როგორც კიევის მცდელობა  დაუპირისპირდეს რუსული გავლენას ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის დიდ ქვეყნებში. 

კულებამ სამშაბათს მაროკოში ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მისი ვიზიტის მთავარი ამოცანა  აფრიკის ქვეყნების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში