შეხვედრა წარმატებულ მოჭადრაკეებთან

25 მაისი 2023, 14:30 947 ნახვა

ალბანეთში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა,  წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც ტურნირზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აჭარის საჭადრაკო სკოლის აღზრდილების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. 13 წლამდე გოგონათა შორის, 7-დან 6 ქულით ჩემპიონი ბათუმელი კესარია მგელაძე გახდა. 15 წლამდე გოგონათა შორის   9-დან 6.5 ქულით მარიამ ცეცხლაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დღეს წარმატებულ მოჭადრაკეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.

აქვე გეტყვით, რომ ბათუმში აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ჩვენს ქალაქში  ჭადრაკის ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში