რუსეთის ტყვეობიდან 106 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა - უკრაინული მედია

25 მაისი 2023, 16:45 523 ნახვა

რუსეთის ტყვეობიდან 106 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებას იცავდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ურკაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არის რვა ოფიცერი, 98 სამხედრო და სერჟანტი.

ანდრეი ერმაკის განცხადებით, გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

„ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და გმირობა ჩაიდინეს, რომლითაც მტერს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით უფრო შიგნით შეტევის საშუალება არ მიეცა. ყველა მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“, – განაცხადა ერმაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში