ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის სამრეწველო ზონაში

25 მაისი 2023, 17:38 603 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სამრეწველო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით,სამრეწველო ზონაში და მიმდებარედ აქტიურად ხორციელდება გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება  25 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, სამრეწველო ზონაში 25 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ინვესტიცია 38,8 მლნ ლარს შეადგენს.აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროექტების მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში