პატრიარქის მიმართვა ბერლინიდან

17 თებერვალი 2017, 00:00 3927 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე ილია მეორე პირველ განმარტებას აკეთებს. ,,მე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - ამბობს  ილია მეორე. მისივე თქმით, ეკლესია, ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. პატრიარქის მიმართვის ვიდეო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.  

ამავე კატეგორიაში