გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 22 შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

26 მაისი 2023, 09:57 529 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 22 შეტაკება მოხდა - ინფრომაციას უკრაინის შეიარაღაებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, გასული დღის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

"დონეცკის ოლქის კარლოვკას მახლობლად კაშხალს S-300-ის ტიპის რაკეტა მოხვდა. შედეგად, დიდია მიმდებარე დასახლებების დატბორვის საფრთხე. გარდა ამისა, მტერმა 55 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე დაფიქსირდა 19 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია"- აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე განცხადებით,  უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დნეპერზე ღამის თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი, 2 კერძო საწარმო, ბენზინგასამართი სადგური, სერიოზული ზიანი მიადგა სატრანსპორტო კომპანიას, დაშავდა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში