აქცია ბობოყვათში

27 მაისი 2023, 11:20 1506 ნახვა

ბობოყვათის სანაპირო ზოლში სადავო მიწებთან დაკავშირებით ადგილობრივებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს, ამჯერად ადგილზე მანელიშვილები შეიკრიბნენ და ინვესტორთან პირდაპირი დიალოგი მოითხოვეს.

საუბარია უკვე გასხვისებულ 20 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით რამდენიმე გვარს ისტორიულად ეკუთვნოდათ, თუმცა მათივე თქმით ინვესტორის მიერ შემოსაზღვრული ადგილის უმეტეს  წილს მანელიშვილები ფლობდნენ.

აქციის მონაწილეები მშენებლობას აღარ აპროტესტებენ, თუმცა ამბობენ, რომ მშენებელი კომპანიის მფლობელებმა მათ ანგარიში უნდა გაუწიონ. მანელიშვილების ინფორმაციით კომპანიასთან მოლაპარაკებებს შუამავალი აწარმოებდა, რომელმაც ინვესტორისგან 72 ბინის გადაცემის დაპირება მიიღო, თუმცა ეს ბინები მათი გვარის ოჯახებზე არ არის გათვალისწინებული.

ბობოყვათის სანაპირო ზოლში, 20 ჰექტარი ნაკვეთი კომპანია“ შავი ზღვის სამეფო 1“-მა სახელმწიფოსგან პირდაპირი შესყიდვის გზით 27 მილიონად შეიძინა და საინვესტიციო ვალდებულების თანახმად 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში