თურქეთი არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში

27 მაისი 2023, 11:40 605 ნახვა

თურქეთი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, რომელიც ხვალ 28 მაისს ჩატარდება. მოქმედმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა და მოუწოდა ხმა მისცენ გაერთიანებულ პარლამენტს და პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც ამ ერთობას შეინარჩუნებს.

ასევე ოპონენტის არჩევის შემთხვევაში პარლამენტის ფუნქციონირება ეჭვქვეშ დააყენა, რადგან მას უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისმა პოლიტიკურმა ალიანსმა უკვე მოიპოვა უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში.

მხარდამჭერებს შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატიც. ქემალ ქილიჩდაროღლუმ ეკონომიკურ პრობლემებსა და ლირის რეკორდულ ვარდნას გაუსვა ხაზი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში