საქართველოს ბერძნული-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთში 5 მედალი მოიპოვა

27 მაისი 2023, 23:42 1071 ნახვა

საქართველოს ბერძნული-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას სახელობის ტურნირის მეორე დღეს ბრწყინვალედ იასპარეზა და 5 მედალი მოიპოვა. 

ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები: ანრი ხოზრევანიძე (60 კგ); ნიკა ბროლაძე (67 კგ) და ანრი ფუტკარაძე (72 კგ) გახდნენ. 

ვერცხლის მედალს თორნიკე მიქელაძე(77 კგ) დასჯერდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გიორგი უერთაშვილი (72 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს ერთადერთი ოქროს მედალი ჩვენს ნაკრებს  (63 კგ) წონით კატეგორიაში, რატი ხოზრევანიძემ შესძინა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში