SunExpress-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს

28 მაისი 2023, 11:40 599 ნახვა

საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა ოპერირება დაიწყო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს.

მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით დღეს ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა. ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს.

იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress-ი 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში