რუსოფობიური განცხადებების გამო ამერიკელი სენატორი ძებნილთა სიაში მოხვდა

29 მაისი 2023, 10:08 576 ნახვა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ამერიკელი სენატორი  ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მიზეზი ამერიკელი სენატორის რუსოფობიური განცხადებები გახდა. გრეჰემი კიევს 26 მაისს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალაზე, რომელიც ზელენსკის ოფისმა გაავრცელა, ლინდსი გრემი ამბობს, რომ რუსები კვდებიან ომში და ეს ამერიკული ფულის საუკეთესო ხარჯვაა.  ამერიკელი სენატორის ამ განცხადებას მოსკოვის მწვავე  კრიტიკა მოჰყვა.

უკრაინულმა მხარემ შეხვედრის ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა რომ  ეს ორი რეპლიკა ერთმანეთთან არ არის კავშირში. თავად გრეჰემმა  რუსეთის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ   მან უბრალოდ შეაქო ომში უკრაინელთა სულისკვეთება, რომლებიც  ვაშინგტონის მიერ მიწოდებული დახმარებით  რუსულ ძალებს წინააღმდეგობას უწევენ.

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ყველაზე დიდი სირცხვილი უწოდა ქვეყნისთვის ასეთი სენატორის ყოლას, ხოლო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა 67 წლის რესპუბლიკელ სენატორს სულელი მოხუცი   უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში