დროა გავერთიანდეთ ეროვნული მიზნების გარშემო - ერდოღანი 

29 მაისი 2023, 11:50 714 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა. ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ერდოღანმა ხმების 52 პროცენტზე მეტის მიღება შეძლო.

შესაბამისად, ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მესამე ვადით იქნება.  არჩევნების შედეგები ერდოღანმა მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა.  

მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში შეუძლებელი იქნება პროქურთული პარტიის ყოფილი ლიდერის სელაჰათინ დემირთაშის გათავისუფლება, რომელსაც მან "ტერორისტი" უწოდა. ტერორიზმში ბრალდებული დემირთაში, რომელიც წაყენებულ ბრალდებას უარყოფს, 2016 წლიდან პატიმრობაშია.  

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ინფლაცია ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური საკითხია,  რომლის მოგვარებასაც საპროცენტო განაკვეთის შემცირებით შეეცდება. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუმ აღიარა დამარცხება,  მხარდამჭერებს კი მოუწოდა გააგრძელონ ბრძოლა "ავტორიტარული მთავრობის წინააღმდეგ".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში