ტყვეობიდან გამოხსნილი მეზღვაურების დაბრუნება

29 მაისი 2023, 16:02 648 ნახვა

მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ.ნუკრი ბერიძეს და გენადი ჩიტაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი შეხვდნენ და გათავისუფლება მიულოცეს. ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა 2 მაისს, ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს. ტყვეობიდან მეზღვაურების უსაფრთხოდ  გამოხსნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები გემთმფლობელი კომპანია,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატსა და სინგაპურში საქართველოს გენერალური საკონსულოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში