„დინამომ“ და „შუქურამ“ მოიგეს

29 მაისი 2023, 19:55 610 ნახვა

დინამო ბათუმმა გასვლაზე დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა. ბათუმელებს 38 ქულა აქვთ და საბურთალოს 3 ქულით უსწრებენ. ბათუმელთაგან გოლები ბენჟამინ ტეიდმა და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანეს. თბილისის დინამოდან კი ერთადერთი გოლი დავით სხირტლაძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 38 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ "შუქურას" 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ქობულეთელები პირველ ივნისს საშინაო შეხვედრაში კონკურენტ "გაგრას" უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში