გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

29 მაისი 2023, 19:55 651 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. იმავე ცერემონიალზე ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე დაასახელეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიქაუტაძე ბომბარდირთა დავაში კონკურენტს, „კანის“ შემტევს ალექსანდრ მენდის ოთხი ბურთით უსწრებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში