„თსუ“ საქართველოს ჩემპიონია

29 მაისი 2023, 19:56 677 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური ეტაპის მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რუსთავი 87:75 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თსუ-დან დაიმონ ჰენსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოუტანა. მალკოლმ დრამრაითმა 17 ქულა მიითვალა, გიორგი ცინცაძემ თამაში 11 ქულით, 9 პასითა და 3 მოხსნით დაასრულა. რუსთავის რიგებში საუკეთესო 21 ქულით ლევან ბაბილოძე იყო. გუნდის ამერიკელმა გამთამაშებელმა ტრეი კროფტმა 20 ქულა 7 შედეგიანი პასი და 7 მოხსნა დააგროვა. ანზორ ნადირაძეს ორმაგი დუბლი 12 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. თსუ-მ სერია 3:2 მოიგო და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. საუკეთესო მწვრთნელი თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე კლუბ “კავკასიის” წევრი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე კლუბ “ოლიმპის” წევრმა, ლუკა ლიკლიკაძემ დაიმსახურა, სეზონის საუკეთესო მოთამაშე თსუ-ს უკანახაზელი გიორგი ცინცაძე გახდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში