ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე

30 მაისი 2023, 20:00 681 ნახვა

ოთარ კიტეიშვილი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა გრაცის „შტურმმა“ საგზური უკვე გაინაღდა. ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ვენის „რაპიდმა“ „შტურმი“ 3:2 დაამარცხა. ამ მატჩში კიტეიშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ერთი საგოლე პასია. „შტურმმა”, როგორც ავსტრიის ვიცე-ჩემპიონმა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ასევე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებენ გამოსვლას დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის „სლოვანი“და ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“. პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“, გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“და ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში