“მაიამი ჰიტი“ NBA-ის სუპერფინალშია

30 მაისი 2023, 20:03 672 ნახვა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული „მაიამი ჰიტი“ გახდა და სუპერფინალში „დენვერ ნაგეტს“ დაუპირისპირდება. მაიამიმ ბოლო მე-7 მატჩი ბოსტონს თავისივე „თიდი გარდენსში“ მოუგო. მატჩი ფლორიდელების გამარჯვებით 103:84 დასრულდა. ბოსტონი თავდაპირველად სერიას 3:0-ს აგებდა, შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ისტორიული შედეგის დაფიქსირება მაინც ვერ შეძლო და ქამბექიც არ შედგა, შეგახსენებთ NBA-ის პლეიოფების ისტორიაში 3:0-დან ვერცერთმა გუნდმა შეძლო სერიის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება, ბოსტონს ამის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიმი ბატლერი გახდა მას 28 ქულა 7 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა, რომელიც ასევე აღმოსავლეთ კონფერენციის MVP-ც გახდა. ასევე კარიერის მატჩი ჰქონდა ქეილებ მარტინს, 27 წლის კალათბურთელმა 26 ქულა 10 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა, ბოსტონის მხრიდან ყველაზე მეტი 19 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო, ისიც უნდა აღინიშნოს რომ მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამში ჯეისონ ტეიტუმს კოჭი გადაუტრიალდა, თამაშის გაგრძელება შეძლო 14 ქულა და 11 მოხსნაც მიითვალა, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობისას ეტყობოდა რომ ტკივილი აწუხებდა. ერიკ სპოელსტრას მაიამი ჰითი დენვერ ნაგეტსთან პირველ შეხვედრას 2 ივნისს გამართავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში