ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია - ირაკლი ღარიბაშვილი

31 მაისი 2023, 11:45 575 ნახვა

მივესალმები ჩვენს საამაყო პოლიციელებს - პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩვენო ძვირფასო და საამაყო პოლიციელებო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია გვყავს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ არაერთმა თქვენმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად.

„დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას“, - აღნიშნა პრემიერმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის დღეს აღნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში