გაეროს წარმომადგენლობის ახალგაზრდული სივრცე

31 მაისი 2023, 11:13 825 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს წარმომადგენლეობასთან თანამშრომლობით ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა. სივრცის მიზანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაციაა. 

უნივერსიტეტის ახალ სივრცეში უკვე მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა, ასევე იგეგმება ტრენინგების ჩატარება და ჰიბრიდული პროგრამების განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებს პროექტის შედგენაში, სოციალური მეწარმოებისა და სხვა უნარების განვითარებაში უნდა დაეხმაროს.

გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, პროექტს განათლებისა და საერთაშოპრისო განვითარების აკადემია ახორციელებს. ეს რიგით მეოთხე ახალგაზრდული სივრცეა საქართველოში. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში