ზელენსკი საჰაერო თავდასხმების დროს მოქალაქეების  უსაფრთხოების გაძლიერებას მოითხოვს

31 მაისი 2023, 10:50 524 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმების დროს  მშვიდობიანი მოქალაქეების  დასაცავად ზოგიერთი ხელისუფლება უსაფრთხოების საკმარის ზომებს არ ღებულობს. 

ზელენსკის თქმით, კონკრეტული ოფიციალური პირების პასუხისმგებლობაა, რომ მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ  თავშესაფრების რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინაზე სამშაბათს რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და   34 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში