ლავროვი დასავლეთს უკრაინაში გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

31 მაისი 2023, 11:00 600 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  განაცხადა, რომ დასავლეთი პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერით უკრაინაში გენოციდს უჭერს მხარს.   

რუსეთის მთავარ დიპლომატს მისი ბრალდებების  გასამყარებლად კონკრეტული მტიცებულებები არ მოუყვანია.       

მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმის კომენტირებისას, ლავროვმა განაცხადა, რომ  დასავლეთი პირდაპირ ეხმარება კიევს მსგავსი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში მისი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში