ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები

31 მაისი 2023, 10:51 459 ნახვა

დასავლეთ საქართველოში ფაროსანის საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობები დაიწყო, განსაკუთრებით კი  იმ ტერიტორიებზე, სადაც  ყველაზე მეტად დაფიქსირდა  მავნებელი.    

სპეციალიზებული ტექნიკით წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით, წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება.    

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე, ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში