მედია ტური უზბეკი ჟურნალისტებისთვის

31 მაისი 2023, 14:31 765 ნახვა

უზბეკი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში.  მედიის წარმომადგენლები რეგიონში  მოგზაურობის შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ.

ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმები. ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განცხადებით, უზბეკეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენები 21 მაისიდან განაახლა და კვირაში ორი სიხშირით სეზონის განმავლობაში იფრენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში