სიახლეები უძრავი ქონების ბაზარზე

31 მაისი 2023, 14:03 679 ნახვა

სიახლეები უძრავი ქონების ბაზარზე და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო  სექტორში - ბათუმმა პირველად უძრავი ქონების კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია სახელწოდებითგრემო“ საქართველოში 2021 წლიდან იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის, ასევე უძრავი ქონებისა და ამ კუთხით მომსახურების სფეროს ხარისხის გაუმჯობესება-განვითარების ხელშეწყობაა.  სიახლეებთან ერთად საუბარი შეეხო ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის არსებობის აუცილებლობას და მის როლს  მშენებლობების დაგეგმარებისას

ქალაქის გენ-გეგმაზე წლებია მუშაობენ, თუმცა დოკუმენტი ბათუმს ოფიციალურად ჯერ  არ აქვს.

სპეციალისტები მონაწილეებს დეტალურად უხსნიდნენ სხვა ყველაფერთან ერთად, უძრავი ქონების ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად რამდენად მნიშვნელოვანია მშენებლობისას ხედისა და გამწვანების გათვალისწინება, რაც ასევე მათი თქმით, სამშენებლო სფეროში ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში