პოლიციელის დღე

31 მაისი 2023, 14:10 526 ნახვა

დღეს ქართული პოლიციის დღეა. ,,დღეს იმ ადამიანების დღეა, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებიან  სამშობლოს; იცავენ ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვიან  კრიმინალს“.  

პოლიციელების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. მათ პროფესიული დღე ვახტანგ გომელაურთან ერთად მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.  

დღესვე  რამდენიმე პოლიციელი და მეხანძრე მაშველი  განსაკუთრებული დამსახურებისთვის და მამაცობისთვის  სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილოვდა.    

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში