მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ - სალომე ზურაბიშვილი

31 მაისი 2023, 18:16 846 ნახვა

მინდა მთავრობის წრეებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყველა მასობრივი დემონსტრაცია მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გადიოდა ქუჩაში, რათა დაეცვა თავისი იდეალები, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებოდა. 2019 წელს ივნისში, როდესაც მოხდა რუსეთის დუმის წარმომადგენლის მიერ დარღვევა ოკუპაციის კანონისა და კითხვა დაისვა პროევროპული ორიენტაციისა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც ის მოიწვიეს, თებერვალში 2022 წელს მოხდა დემონსტრაცია სრული სოლიდარობისა უკრაინასთან და ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა ივნისში 2022 წელს, ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსისა მარტში, 2023 წელს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ აიძულა ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც იყო დანახული, როგორც საფრთხე სამოქალაქო საზოგადოებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი და ჩვენი ევროპული მისწრაფებებისადმი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია, ეროვნული შერიგება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ხელშეკრულება ბოლომდე რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა და შეთანხმება, რათა დადებულიყო, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში.

მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტისა უნდა იყოს თანასწორად პატივმიგებული მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. შეიძლება, ჩემი ვეტო იყოს დაძლეული უმრავლესობის მხრიდან, მას მხარს დაუჭერს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს ეხება ძირითად პრინციპებს, რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში