უსაფრთხოების კონფერენცია

17 თებერვალი 2017, 00:00 4353 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს დაიწყო და 19 თებერვლამდე გაგრძელდება.  კონფერენციის დღის წესრიგშია - ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. კონფერენციაში 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის  ორმხრივი შეხვედრები.

ამავე კატეგორიაში