უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ინგლისთან მატჩში

31 მაისი 2023, 20:36 742 ნახვა

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო თამაშს გამართავენ. 1 ივნისს „ავჭალაზე“ საქართველო ინგლისელ თანატოლებს მეორედ ერკინება. ინგლისის წინააღმდეგ მატჩები სელექციას ემსახურება, უმცროს ბორჯღალოსნების განაცხადში პირველი მატჩის მსგავსად 30 მოთამაშეა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა. გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, თუმცა სრული შემადგენლობის შეკრება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. 1 ივნისის მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები დაისვენებენ, 5-იდან 9 ივნისის ჩათვლით დასკვნითი შეკრება გაიმართება, მის შემდეგ კი ის შემადგენლობა გამოცხადდება, რომელიც 13 ივნისს სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება. პირველი ისტორიული მატჩი საქართველოსა და ინგლისს შორის 27 მაისს ასევე ავჭალაზე გაიმართა, 75-ე წუთამდე საქართველო იგებდა, საბოლოოდ, გამარჯვება კი მაინც სტუმრებს დარჩათ 36:41.

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე („ლელო“), 14. ლუკა კობაური („პერპინიანი“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. გიორგი შველიძე („ბრივი“), 11. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. დავით ხუროშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 3. ლაშა ფხაკაძე („ნევერი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 6. რატი ზაზაძე („ნევერი“), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე („აია“), 17. ლუკა კოტორაშვილი („ხვამლი“), 18. დავით მჭედლიშვილი („ლელო“), 19. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 20. ლუკა სულუაშვილი („ხვამლი“); 21. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), 22. გელა ხელაძე („ლელო“), 23. დიტო ბერაია („ლელო“), 24. საბა არჩვაძე („ლელო“), 25. ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“), 26. დავით ბერიძე („ლელო“), 27. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 28. ანდრო დვალი („ლელო“), 29. დავით ვარდანიძე („აია“), 30. დავით მჭედლიძე („ტულონი“).

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში